Digest Logo

🎥 „ხშირად მეკითხებიან, რატომ მიკანკალებს ხელები“- რას ჰყვებოდა შორენა ბეგაშვილი პრობლემაზე, რაც დღემდე აწუხებს

1794400560
შორენა ბეგაშვილი

მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს. 

თუმცა წლების წინ, როცა შორენა გადაცემებში დადიოდა სტუმრად მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ხშირად საუბრობდა. ერთ-ერთი ასეთი კი იყო „პროფილი“ როცა მან ის პერიოდი გაიხსენა, როცა მისი ქალიშვილი ევა ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა.

„ხშირად მეკითხებიან, რატომ მიკანკალებს ხელები, ზოგი ამაზე დამცინის, მაგრამ მე ეს დამიტოვა ჩემმა ამბავმა. 

ევა, როცა ცუდად იყო ზუსტად 1 კვირაში დამირეკეს და მითხრეს დიდი მორიდებით, რომ თუ ევა კარგად არის, იქნებ, გავაგრძელოთ გადაღებაო და საავადმყოფოს ნიჟარაში, ცივი წყლით დავიბანე თმა და ისე წავედი გადაღებაზე.

მე ვფიქრობ ეს არის გადარჩენის ინსტინქტი და ამაში არაფერია სასირცხვილო, რომ შენ ცხოვრებას აგრძელებ, პირიქით შენ ხარ ძლიერი ქალი და ამით სხვებს აჩვენებ, რომ ეს შეძელი შენ და ისინიც აუცილებლად შეძლებენ“, - ამბობს შორენა ბეგაშვილი.

ცნობისთვის, 2016 წლის 27 მარტს ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕გრანდიოზული ტორტი და მდიდრული წვეულება - ევა ბარბაქაძე დაბადების დღის წვეულებიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 2 წლის ლილი სულაბერიძის ლექსი საქართველოზე - „მე პატარა ქართველი ვარ“

⭕ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა - მოდელი თმის ახალი ფერითა და განსხვავებული ვარცხნილობით გამოჩნდა

✕