მომღერალი მამუკა ონაშვილი ხატვის ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული, თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.
გარდაცვლილი მომღერლის ნამუშევრებს მომღერალი და კომპოზიტორი ციური მჭედლიძე აქვეყნებს.
დაათვალიერეთ ონაშვილის ნამუშევრები:
ცნობისთვის, 55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 1 აგვისტოს გარდაიცვალა.