ფოტოგრაფმა მარინა კარპმა, რომელიც მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა, დაბადების დღე 11 მაისს აღნიშნა. მან იუბილე, განსაკუთრებულად აღნიშნა და სოციალურ ქსელში შთამბეჭდავი ფოტოები გაგვიზიარა.
მარინა კარპი 36 წლის გახდა, დაბადების დღე სახლში საკუთარ ვერანდაზე ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
„ჩემი 36-ე დაბადების დღე, დაუვიწყარი იყო. ეს დღე განსაკუთრებული გახადეთ და მინდა, რომ სამუდამოდ შევინახო“, - წერს მარინა კარპი და ფოტოს გვიზიარებს.
მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს.
მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ.
„მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.






View this post on Instagram