Digest Logo

„მეგობრები მოვიმდურე, ჩემი ყოველი თავისუფალი დრო შვილს ეკუთვნის“ – ნინო მუმლაძე

1794387788
ნინო მუმლაძე

როგორ ანაწილებს დროს სამსახურზე და ოჯახზე ნინო მუმლაძე, როგორ ანაწილებს  მსახიობი დროს - ამის შესახებ იგი პოდკასტში „პრეგკასტი“ საუბრობს.

როგორც მსახიობი ჰყვება, ცდილობს ყველა თავისუფალი დრო შვილთან ერთად გაატაროს.

„ძალიან რთულია, თუ კი ჩემს განრიგში მაქვს ისეთი დრო როცა არც სპექტაკლი მაქვს და არც რეპეტიციები ვცდილობ არაფერი დავგეგმო ამ დღეს და სრულად ჩემ შვილთან ვიყო, რადგან მაქვს აქვს ჩემთან ყოფნის დეფიციტი და როცა სახლში ვარ სულ უნდა, რომ ჩემთან იყოს - პატარა კვატები, რომ დაჰყვებიან დედებს ასე დამყვება ხოლმე სახლში, როცა ვარ. 

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკიდან მოუწია იმასთან შეგუება, რომ სახლიდან გავდიოდი დღემდე ვერ შეეგუა და სულ განიცდის, როცა სახლიდან გავდივარ და თუ სახლში ვარ სულ ჩემთან უნდა ყოფნა, ამიტომ სულ ვცდილობ, ჩემი ყოველი თავისუფალი დრო დავუთმო ჩემ შვილს. ამის გამო კი მოვიმდურე ჩემი მეგობრები, რადგან მათთან ვერ დავდივარ, დიდი ხანია არსად ვყოფილვარ - უბრალოდ საჭორაოდ, რონისთან ერთად სადმე დაჯდომა დიდი ფუფუნება, რადგან ცელქი ბიჭუნაა“, - ამბობს ნინო მუმლაძე. 

„ოთხი ერთიანის პორტალი“- რა მნიშვნელობა აქვს 11 ნოემბრის სარკისებურ თარიღს და როგორ ჩავიფიქროთ სურვილი?

✕