მომღერალ სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში კარიერული სიახლეებია - იგი „რუსთავი2“-ის არხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.
სალომე ბაკურაძეს ტელეწამყვანის ამპლუაში მაყურებელი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს.
როგორ ემზადებოდა იგი პირველი დილის ეთერისთვის ამის შესახებ, ნინუცა როსტიაშვილმა სიუჟეტი მოამზადა, სადაც მან საკუთარ ემოციებსა და ახალ ამპლუაზე ისაუბრა.
„მინდა, მოტივატორი ვიყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ცხოვრების რთულ ეტაპს გადის და ჩემი შვილისთვის, რომელსაც სჭირდება ორ ფეხზე მყარად მდგომი დედა.
მაყურებლის კეთილგანწყობის იმედიც გაქვს და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ლაშიკო კი ვიცი ზუსტად, რომ ძალიან ბედნიერი იქნება ჩემი აქ ყოფნით.
დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა, ახლადთვალგახელილ ადამიანებს, რომლისთვისაც დღე იწყება შენით, შენმა განწყობამ შეუქმნას დღის წესრიგი“, - ამბობს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ბაკურაძის მეუღლე, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 2025 წლის 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: