Digest Logo

„მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩუმად“ – მარიტა როხვაძის სიყვარული ჭორებმა შეიწირა

1698388651
მარიტა როხვაძე

მომღერალ მარიტა როხვაძის ცხოვრებაში აქტიური პერიოდია. სცენაზე თითქმის ყოველდღე დგას და ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. 13 წლიდან დამოუკიდებელია და სიმღერით საკუთარ თავს ინახავს. წინ დიდი გეგმები აქვს, რაც უცხოეთს უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს.

მარიტა ყოველთვის გულღია რესპონდენტად ითვლებოდა, თავის სასიყვარულო ვნებათაღელვებზეც თამამად საუბრობდა და შეყვარებულის ვინაობასაც არ მალავდა.

როდესაც „ჯეოსტარში“ 18 წლის გოგო გამოჩნდით, ინტერვიუებში თამამად საუბრობდით საკუთარ გრძნობებზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, ასაჯაროებდით ყველა გრძნობასა და გატაცებას, მაგრამ ახლა პირად ცხოვრებაზე საუბარი აკრძალეთ. რა გახდა ამის მიზეზი?

– დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. რაც უფრო გულწრფელად და ალალად ვსაუბრობდი პირად ცხოვრებაზე, მით უფრო მეტი გამომიგონეს და გამივრცელეს ჭორები. მივხვდი, რომ არ უხარიათ, როდესაც შენ შეყვარებული ხარ, როდესაც ამ სიყვარულზე ლაპარაკობ და როდესაც ბედნიერი ხარ.

ანუ თქვენი ურთიერთობები წარსულში ამგვარმა ჭორებმა და ზედმეტმა ყურადღებამ შეიწირა?

– კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. როდესაც შენ გარშემო სულ რაღაცებს აგორებენ, ეს დამღლელია, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ გვერდით არიან. ამიტომაც ამ ყველაფერზე აღარ ვლაპარაკობ და მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩემთვის, ჩუმად.

გაქვთ სურვილი და შინაგანი განწყობა, რომ გახდეთ მეუღლე და დედა?

– ჯერ ადრეა. იმდენად კარგი გეგმები მაქვს, რომელიც საზღვარგარეთს უკავშირდება, რომ ჯერ ამ კუთხით მინდა საკუთარი ძალების მიმართვა. ამ ეტაპზე მირჩევნია, ერთ რამეზე ვიყო კონცენტრირებული და როცა დასახულ მიზანს მივაღწევ, შემდეგ ყველაფერი იქნება.

მამაკაცების მიმართ შეხედულებები და გემოვნება ხშირად თუ გეცვლებათ და რას აფასებთ ყველაზე მეტად მამაკაცში დღეს?

– ურთიერთობაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან იყოს ერთმანეთის პატივისცემა. არასდროს არავისთან ვყოფილვარ მომთხოვნი და, მით უმეტეს, პრეტენზიული. არასდროს მითქვამს შეყვარებულისთვის, რამე ეყიდა ჩემთვის. ჩემთვის მთავარია პატივისცემა, გულწრფელობა და ნდობა.

რა ტიპის მამაკაცები იქცევენ თქვენს ყურადღებას?

– მე რომ მიყვარდება, იქ ბევრი კრიტერიუმი მთავრდება. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, ასეთი ტიპაჟი როგორ მოგეწონა, შენ სულ სხვა ხარ და ის სულ სხვა არის, რა გაქვთ საერთოო. როგორც ჩანს, მე გულის ადამიანი ვარ და გრძნობებში გონებით ვერ ვხელმძღვანელობ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ზაზა ფაჩულია შვილთან ერთად კალათბურთს თამაშობს - კადრები, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

შემდეგ არჩევნებზე ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ - მიხეილ სააკაშვილი

„ძალიან უჩვეულო დაბადების დღე აქვს, მამასთან და დასთან ერთად, მძევლის სტატუსით ხვდება“ - ლაშა ბერულავა 12 წლის ისრაელელ ბიჭზე

წყარო: sarkenews.ge