საფეხბურთო სამყაროში ხშირად ხდება საოცარი ამბები, თუმცა ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინისა და მისი მეუღლის, ქეით გუდლენდის სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება. წყვილი ერთმანეთს ოთხი წლის ასაკში შეხვდა, წლების შემდეგ კი ბავშვობის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა.
კეინი და გუდლენდი ლონდონის ჩინგფორდის რაიონში, Larkswood Primary School-ში სწავლობდნენ. ისინი ერთმანეთის მეზობლად იზრდებოდნენ და ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო ვარსკვლავი არ იყო.
2005 წელს, 11 წლის ჰარი კეინი თავის ბავშვობის კერპს, დევიდ ბეკჰემს შეხვდა სადაც ისტორიულ ფოტოს გადაიღებენ. იმავე ფოტოში მის გვერდით დგას პატარა გოგონა - სკოლის მეგობარი ქეით გუდლენდი.
წლები გავა... პატარა გოგონა ჰარის მეუღლე, მისი ოთხი შვილის დედა და მთავარი დასაყრდენი გახდება.
წყვილმა ურთიერთობა თინეიჯერობისას, 16 წლის ასაკში დაიწყო - ეს იყო 2011 წელს. ხოლო კეინი საყვარელ ქალს ხელს 2017 წლის ივლისში, ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობისას სთხოვს. ფეხბურთელმა ნიშნობის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გააზიარებს ინფორმაციას, რომელსაც სათაურად დაურთავს: „მან თქვა დიახ!“
მას შემდეგ წყვილმა ერთად გაიარა ყველა ეტაპი - რაც საფეხბურთო აკადემიიდან და იჯარებიდან დაიწყო, გაგრძელდა „ტოტენჰემის“ ვარსკვლავობით, „ბაიერნში“ გადასვლითა და ინგლისის ნაკრების კაპიტნობით.
და აი, წლების შემდეგ, ლონდონში გამართულ „ოქროს ბურთის“ 70-ე დაჯილდოებაზე, ჰარი კეინმა კარიერაში უდიდესი ინდივიდუალური აღიარება მოიპოვა და პრიზი სწორედ თავის ცოლს მიუძღვნა.
„ჩემს მეუღლეს, ჩემს საუკეთესო მეგობარს... შენ ამ ჯილდოს მოგება ჩემზე მეტად გინდოდა. ერთად გამოვიარეთ აღმასვლაც და დაღმასვლაც, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით!
შენ ყოველთვის ჩემთვის საუკეთესო გინდოდა და ჩემი ოცნებების ასასრულებლად ბევრ რამეს თმობდი. შენს გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. მიყვარხარ!
ჩემო შვილებო, რომლებიც სახლში მიყურებთ - უკვე ნამდვილად თქვენი დაძინების დროა! აივი, ვივიენ, ლუი და ჰენრი, თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებ. ეს ჯილდო განსაკუთრებულია და სული მელევა, როდის წამოვიღებ სახლში, რომ ერთად აღვნიშნოთ“,- წერს ჰარი კეინი.
ცნობისთვის, ჰარი კეინი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი მაიკლ ოუენის {2001} წელი შემდეგ, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და „ოქროს ბურთი“ ჩაიბარა.
მან გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე და ლამინ იამალი. კეინის საოცარმა სეზონმა „ბაიერნსა“ და ინგლისის ნაკრებში, სადაც მან 60-ზე მეტი გოლი გაიტანა, ეჭვგარეშე გახადა მისი ჩემპიონობა.
თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ყველაზე დიდ გამარჯვებად მაინც ის 21-წლიანი მოგზაურობა რჩება, რომელიც მან თავის ბავშვობის სიყვარულთან ერთად გაიარა.




