Digest Logo

ნინო ნადირაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „მისის და მისტერ ოქროსები!“

1782395224
ნინო ნადირაძე

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს. 

იგი მეუღლესთან, ექიმ გუგა კუზანოვთან ერთად პოზირებს. 

წყვილი, როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„წყვილი….“, 

„უკარგესი წყვილი“, 

„ძალიან კარგები ხართ“, 

„როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებით“,

„მისის და მისტერ ოქროსები!“,

„ჰარმონიული წყვილი“, - წერენ კომენტარებში.

კუზანოვების ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ცნობილი ექიმები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობენ. ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრებმა, გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის შვილებმა ბაიამ და ივამ ცნობილი ბაბუის გზა აირჩიეს და ექიმობა გადაწყვიტეს.