Digest Logo

🎥 „პარიზში ჩემმა შვილმა რესტორანში მითხრა, ნახე, იქ რა ლამაზი გოგო ზისო…“ – როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე სულამანიძემ

1779258173
კონსტანტინე სულამანიძე და ირენ პილი

ყველასათვის ცნობილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგი, კლინიკა „ტოტალ შარმის“ მთავარ ექიმი კონსტანტინე სულამანიძე პოდკასტში „ჩვენ“ იმყოფებოდა სტუმრად.  სულამანიძემ საზოგადოებას გაუზიარა ისტორია, თუ როგორ შეხვდა თავის რჩეულს, ირინ პილის. მათი სიყვარულის ამბავი გასულ წელს, პარიზის ერთ-ერთ რესტორანში სრულიად შემთხვევით დაიწყო.

„პარიზში შარშან, მე ჩემი შვილი, ჩემი მეგობარი და მისი შვილი ვიყავით რესტორანში. ჩვენს უკან კი იჯდა ირინა, თავის მეგობრებთან ერთად.

მე ზოგადად არც ვფიქრობდი, რომ შემიყვარდებოდა ვინმე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებოდა. 

ჩემმა შვილმა მითხრა, ნახე იქ რა ლამაზი გოგო ზისო. მიდი გაიცანიო, არ მომეშვა. შემთხვევით მომხვდა ყურში სიტყვა ბოტოქსი და ჩემი ყურებიც მოტრიალდა. ასე შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი“, - ჰყვება კოტე სულამანიძე.

ცნობისთვის, კონსტანტინე სულამანიძე და ირენ ილი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ. მან ირინ პილს ხელი 2025 წლის, 20 ოქტომბერს სთხოვა, მალევე კი საქართველოში ქორწილი გადაიხადა. ამჯერად წყვილი შვილს ელოდება.

შეგახსენებთ, კოტე სულამანიძეს წინა ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.

ნახეთ ვიდეო: 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ჩვენ • Chven (@chven_byketo)