Digest Logo

პრინცი ჰარის სავარაუდო ღალატის შესახებ უცხოურ მედიაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება – მეგან მარკლმა ქმრის ტელეფონში სხვა ქალის შეტყობინებები აღმოაჩინა?

1794639384
პრინცი ჰარი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობაში შესაძლო პრობლემების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად, ჰარის სავარაუდო რომანტიკული ურთიერთობა სხვა ქალთან აქვს, რის შესახებაც მეგანმა ქმრის ტელეფონში აღმოჩენილი შეტყობინებებიდან შეიტყო.

აღნიშნული ბრალდებები სამეფო ოჯახის კომენტატორმა ლედი კოლინ კემპბელმა პოდკასტ „The Nerve“-ში გააჟღერა. მისი მტკიცებით, ჰარის სხვა ქალთან დაახლოებული ურთიერთობა აქვს და ეს ქალი კალიფორნიის ქალაქ მონტესიტოში ცხოვრობს, სადაც თავად სასექსის ჰერცოგიც ცხოვრობს.

კემპბელის განცხადებით, მეგანმა სავარაუდო ურთიერთობის შესახებ ჰარის ტელეფონში არსებული მიმოწერიდან შეიტყო. მოგვიანებით ამ თემაზე რამდენიმე უცხოურმა გამოცემამაც დაწერა.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრინც ჰარის ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ამ დრომდე დამოუკიდებელი მტკიცებულებებით არ დასტურდება. გამოცემა The News International-ის ცნობით, სამეფო წყვილთან დაახლოებულმა წყაროებმა ეს ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ჰარი და მეგანი კვლავ ერთად არიან.

თავად პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ამ კონკრეტულ ბრალდებებზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ.~

✕