გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი თაკო ტაბატაძე და მუსიკოსი გია ბაღაშვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ. სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში დღემდე აქტუალობას არ კარგავს ეს საკითხი და უამრავი ადამიანი განიხილავს მათი დაშორების ამბავს.
თაკომ „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ თემაზე. მისი თქმით, წყვილს შორის არსებული 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო.
„ზოგადად მსოფლმხედველობითი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთნ ერთად, მე მაშინ ვიყავი 17 წლის. ერთად იზრდებით... ნელ-ნელა შემოდი პრობლემები, ბავშვები გიჩნდება. პირველი პერიოდი არის ემოციების, და შემდეგ ხვდები საით მიდიხარ და ის სად მიდის და შენ სად მიდიხარ ამ დროს კი შეიძლება ვერ შეთანხმდეს ადამიანი.
დედობა არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და მონაპოვარი, მინდა ჩემი გოგოებისთვის ვიყო მაგალითი“, - ამბობს თაკო ტაბატაძე.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘მარიკა ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს
🎥 „კარგი წყვილი იქნებოდით“ - ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა