Digest Logo

რა შეიცვალა რუსკა ქარქაშაძის ცხოვრებაში ბავშვების გაჩენის შემდეგ? - „კამერების წინ ყველა გაპრანჭულს მიცნობს, ყოველდღიურობა კი განსხვავებულია“

1793178274
რუსკა ქარქაშაძე

„ბავშვების გაჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. აბსოლუტურად სხვანაირი გახდა ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი რუტინაც.

ოჯახი და შვილები ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, რამდენიმე დღე ისე გასულა, სახლიდანაც არ გავსულვარ“, - ამის შესახებ მსახიობი რუსკა ქარქაშაძე საკუთარ გადაცემაში საუბრობს.

მისი თქმით, რაც დედა გახდა მთავარი პრიორიტეტი ბავშვები გახდა და ცდილობს, მათთან მაქსიმალურად მეტი დრო გაატაროს.

„კამერების წინ ყველა გაპრანჭულ რუსკას იცნობს, ყოველდღიურობა კი განსხვავებულია, მით უმეტეს ბავშვების შემდეგ. ჩემი ყოველდღიურობაც ისეთივეა, როგორიც ძალიან ბევრი დედის ყოველდღიურობა, ბავშვებთან ერთად. 

ჩემთვისაც ბოლო რამდენიმე წელი მთავარი პრიორიტეტი ბავშვები იყო, მათთან ერთად გამეტარებინა მაქსიმალურად ბევრი დრო. 

სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, ასევე როდესაც მთელ დღეს ოჯახთან ერთად ვატარებ ძალიან მაბედნიერებს“, - ამბობს რუსკა.

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ „ხელოვნური სუნთქვაში“ მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის „კომედი კიდსში“. ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.

რუსკა ქარქაშაძე ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზეა დაქორწინებული, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი ლიზი დარასელიას - რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

⭕„ფინანსური სიუხვისა და დიდი მიღწევების დღეა!“ - როგორ გავააქტიუროთ 28 ოქტომბრის ენერგიები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕