ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებსა თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
იგი ამჯერად სტუმრად გადაცემაში „მადის აღმძვრელი პოდკასტი“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანი ჟურნალისტი, ხატია ქირიაა. მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო ცხოვრებისგან მიღებული ბედნიერება იყო.
როგორც ტელეწამყვანი ჰყვება, პანაშვიდზე და გასვენებაში შეგნებულად არ დადის, ხოლო როდესაც მისთვის ახლობელი ადამიანები გარდაიცვლებიან პანაშვიდს უკეთებს მათ.
„არ დავდივარ არც პანაშვიდზე, არც გასვენებაში.
ხომ არის რომ გეშინია და რაღაც, მაგრამ არ მინდა. უბრალოდ არა, ბრალიანად არ მინდა, რომ ვიარო.
მე მყავდა ერთი უძვირფასესი ქალი, რომელიც გარდაიცვალა და მივედი სახლთან ახლოს, ვიდექი მანქანით და სანამ არ გამოასვენეს იქ ვიყავი და ვფიქრობდი, გულში ვფიქრობდი, ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველაზე მეტად მე განვიცდიდი. ვტიროდი და ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები.
როდესაც ჩემი ახლობლები გარდაიცვალნენ მივდივარ და ვიხდი პანაშვიდს, არც იციან. რომ გაიგონ, რომ მათ მიცვალებულს პანაშვიდი გადაუხადე მადლობას გადამიხდიან იმ წუთში და შემდეგ დაავიწყდებათ და ვფიქრობ ასეთი რაღაცები მადლობის გამო არ უნდა გააკეთო. თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის, ჩემ სიცოცხლეში არ მითქვამს სიტყვა უმადური“, - ჰყვება ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე.