Digest Logo

„რის ფასად მიჯდება ეს ყველაფერი, არავინ იცის“ – მარიამ სანოგო დედობაზე და კარიერაზე

1795090902
მარიამ სანოგო

ინფლუენსერი და ყოფილი ტელეწამყვანი მარიამ სანოგო პოდკასტში Beauty Talks  დედობასა და კარიერული საქმიანობის შეთავსების სირთულეებზე საუბრობს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახალი წლის ღამეს შვილთან ერთად ვერ ატარებდა, რადგან სამსახურში იყო, რასაც ძალიან განიცდიდა. მარიამი ამბობს, რომ დღეს მაქსიმალურად ცდილობს, დრო სწორად გადაანაწილოს და სამუშაო აქტივობები ისე დაგეგმოს, რომ შვილის გვერდით ყოფნა შეძლოს.

„რთულია დედობა, თან მაშინ როდესაც აქტიურად ხარ კარიერაში ჩართული. თან აი ესეც მგონია, რომ ყოველთვის
ბავშვისთვის მაგალითი მშობლები არიან და როცა ხედავენ, ორივე მშობელი რეალიზებულია თავისი საქმე აქვთ მერე თვითონაც მეტი მოტივაცია უჩნდებათ ცხოვრებაში და რაღაც მხრივ ალბათ მეტ პატივსაც გცემენ, მე ასე ვთვლი ამით შემდეგ ისინი ამაყობენ კიდეც. 

მქონდა ისეთი პერიოდები, როდესაც ახალი წელი ბავშვთან ერთად არ გამიტარებია, რადგან ახალი წლის ღამე ვიყავი სამსახურში, ამას კი განვიცდიდი ძალიან. 

როგორი დედა ვარ მაგას ალბათ, ჩემი შვილი რამდენიმე წლის მერე თვითონ იტყვის, თუმცა მე ახლა როგორც აღვიქვამ ძალიან ჩართული დედა ვარ, ოღონდ რის ფასად მიჯდება ეს ყველაფერი არავინ არ იცის, იმიტომ რომ დროის გადანაწილება მჭირდება. პირველ პირველ რიგში და ახლა დროსაც უფრო ვაკონტროლებ, მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ყველა აქტივობა დავგეგმო, როცა ჩემი შვილი არის სკოლაში და ვცდილობ სკოლიდან მოსული დავხვდე სახლში“, - ამბობს მარიამ სანოგო. 

ნახეთ ვიდეო:

✕