Digest Logo

„რონი 9 თვის იყო, როცა მეუღლეს დავშორდი“ – ნინო მუმლაძე 40+ დედობასა და ოჯახის დანგრევაზე

1794390317
ნინო მუმლაძე

მსახიობმა ნინო მუმლაძემ 38 წლის ასაკში ოჯახი შექმნა, თუმცა ქორწინება მალევე დასრულდა. 

2024 წლის 28 მაისს მსახიობს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მშობლებმა რონი დაარქვეს. სახელის შერჩევაში მეუღლეც აქტიურად მონაწილეობდა. 

2026 წლის დასაწყისში მსახიობმა განაცხადა, რომ იგი მეუღლეს დაშორდა, თუმცა დაშორების მიზეზი არ გაუსაჯაროებია.

„40 წლის ვხვდებოდი, როდესაც რონი დაიბადა - ბავშვი იყო 9 თვის, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დაშორება ასაკზე არის დამოკიდებული. 

ვფიქრობ სიყვარული ისეთი რამეა, რომ ასაკი არ გააჩნია - მას შეუძლია ერთნაირად დააბრმავოს 40 წლის ქალი და 16 წლის გოგოც. ასაკი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცებს უფრო მათემატიკური გათვლებით მივუდგებით“, - ამბობს ნინო მუმლაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა - მოდელი თმის ახალი ფერითა და განსხვავებული ვარცხნილობით გამოჩნდა

⭕„მეგობრები მოვიმდურე, რადგან მათთან ვეღარ დავდივარ, ჩემი ყოველი თავისუფალი დრო შვილს ეკუთვნის“ – ნინო მუმლაძე

⭕„ოთხი ერთიანის პორტალი“- რა მნიშვნელობა აქვს 11 ნოემბრის სარკისებურ თარიღს და როგორ ჩავიფიქროთ სურვილი?

✕