Digest Logo

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში

1791885650
სინდი კროუფროდი

სუპერმოდელი სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი რენდი გერბერი, 27 წლის ვაჟის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შემდეგ, პირველად გადაიღეს ერთად საჯარო სივრცეში. წყვილი კალიფორნიის შტატში, მალიბუს ზუმას სანაპიროზე სეირნობდა და ხელჩაკიდებული მიდიოდა.

InStyle-ის ცნობით, მეუღლეებს თეთრი ზედები და მუქი ფერის სამოსი ეცვათ. სინდის გრძელმკლავიანი თეთრი მაისური, მუქი ლეგინსები და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, რენდის კი - თეთრი მაისური, მუქი შორტები და სპორტული ფეხსაცმელი. ორივეს კეპი ეხურა.

წყვილი, რომელიც 1998 წლიდან არის დაქორწინებული, ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილ კაია გერბერთან ერთად საზოგადოების ყურადღებისგან თავს იკავებდა. პრესლი 20 სექტემბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სანტა-მონიკაში მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების გარემოებებს სამართალდამცველები იკვლევენ.

✕