Digest Logo

თეთრი აბრეშუმის კაბა და სტუმრების ვიწრო წრე: Vogue-ის ექსკლუზიური ფოტოები მაილი საირუსის ქორწილიდან

1795504995
მაილი საირუსი

მომღერალი მაილი საირუსი და მისი რჩეული, მუსიკოსი მაქს მორანდო დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონია 21 ნოემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ პალმ-სპრინგსში, აუზის პირას გაიმართა. წყვილმა განსაკუთრებული დღე ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. ცერემონიას მუსიკოსი უეინ კოინი უძღვებოდა.

33 წლის მაილი საირუსს საქორწინო კაბისთვის ფრანგული მოდის სახლი Saint Laurent ჰქონდა შერჩეული. ენტონი ვაკარელოს მიერ შექმნილი გრძელმკლავიანი, თეთრი აბრეშუმის კაბა მომღერალს Chopard-ის ბრილიანტის სამკაულებთან ჰქონდა შეხამებული. საქმრომაც იმავე მოდის სახლის კლასიკური შავი კოსტიუმი მოირგო.

ქორწილს ესწრებოდნენ მაილის დედა, ტიშ საირუსი, მამა, ბილი რეი საირუსი, და და ნოა საირუსი.

მომღერალმა ქორწილის ფოტოები 23 ნოემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შავ-თეთრ კადრებში ჩანს როგორც საქორწინო ცერემონია, ისე წყვილის პირველი ცეკვა და ქორწილის შემდგომი წვეულება. ერთ-ერთ ფოტოზე მაილი დედასთან ერთად მიემართება საკურთხევლისკენ, მეორეში კი მამასთან ცეკვავს.

მაილი საირუსისა და მაქს მორანდოს სიყვარულის ისტორია 2021 წელს დაიწყო. ისინი ერთმანეთს საერთო მეგობრების ორგანიზებულ ბრმა პაემანზე შეხვდნენ. 2025 წელს კი დაინიშნნენ. მაქს მორანდო ჯგუფ Liily-ის დრამერია, ამასთანავე, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. წყვილს მუსიკალური პროექტებზეც უმუშავია.

აღსანიშნავია, რომ მაილი საირუსისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მანამდე მომღერალი მსახიობ ლიამ ჰემსვორთზე იყო დაქორწინებული.

ნახეთ, Vogue-ის  ფოტოები:

✕