ტელეწამყვანი თათია შარანგია გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.
თათიამ გახმაურებულ პოსტზე ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა, რომელიც მისი და ჯარჯი თორაძის დაშორების შესახებ დაწერა.
„ემოციური ადამიანი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ჯარჯი არის ადამიანი, რომელიც გახდა ჩემი საყრდენი და 15 წუთში, თითქოს ჩამოინგრა ეს ყველაფერი, ალბათ მოვლენებს გავასწარი. ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზები და არ მინანია. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს და თითქოს ეს სიყვარული ერთ წამში დამთავრდა და გადავწყვიტე გამეზიარებინა საზოგადოებისთვის, შეიძლება აფექტური იყო და შემეშალა, მაგრამ დავწერე“ - ამბობს თათია შარანგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ორი ლეგენდა ერთმანეთით აღფრთოვანებულია“ - ნონა გაფრინდაშვილის და ნანი ბრეგვაძის შეხვედრა
🔵🎥 „თუ საცობში მოიწყინეთ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნიაზ დიასამიძე