![თამო ვაშალომიძე თამო ვაშალომიძე](https://digest.ge/uploads/files/2025/02/11/65136/tamo-vashalomidze_w_h.jpeg)
როგორ ვიპოვოთ ძალა და გზა უკეთესი მომავლისკენ?! - ამის შესახებ მოდელი და TamoSkin-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე პოდსკასტში „მომავლის მე“ საუბრობს და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„ვარ პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი. ჩემთვის არ არსებობს გამოწვევა ცხოვრებაში, რომელსაც ვერ მოვერევი. ბულინგი იქნება, დავეცემი თუ ვინმე იჭორავებს, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და წინ მივიწევ.
ვარ რისკიანი ადამიანი და მინდა წამებში მქონდეს ის, რასაც ჩავიფიქრებ, მაქვს სწორი მიზანი.
დავისახოთ მიზანი და რამდენჯერაც არ უნდა შეგვეშალოს ხელი, არ დავითრგუნოთ თავი და ვიაროთ წინ.
დღეს მარტივია გახდე ცნობილი, მე ადრე ერთი ტვინით ვფიქრობდი და ჩემ თავს ვაყენებინებდი ტელევიზიებს, მაგრამ არ ვნანობ, იმ წლებში ასე იყო საჭირო“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ცნობისთვის, თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში.
ამის გარდა, იგი საკუთარ სახის მოვლის ხაზს ფლობს, შესაბამისად უმეტეს დროს ოჯახს და ბიზნესის განვითარებას ახმარს.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნატო გელაშვილი მეორედ გახდა ბებია - ცნობილია, რა დაარქვეს გოგონას
🎥 „ჩემი ტკბილი ბიჭი, როგორი გრძნობით მღერის“ - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?