Digest Logo

„ვფიქრობ, ყველაფერი კონკურენტებმა მოუწყვეს...“ - რას ამბობს პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული ხატია წერეთლის მეგობარი?

1756285009
ხატია წერეთელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.

დაკავებულებს შორის, ერთ-ერთი ირმა კურტანიძე, იგივე ხატია წერეთელია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის ხა­ტია წე­რე­თე­ლი, პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თულ ქა­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ მათ ფარ­თებს უთ­მობ­დნენ.

მომხდარზე საუბრობს, ხატია წერეთლის მეგობარი, გურამ არუთინაშვილი. მისი თქმით ეს ყველაფერი მოწყობილია და თბილისში მის სალონში, მსგავსი არაფერი ხდებოდა.

„მე და ხა­ტია სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ. თავ­ზა­რი მაქვს და­ცე­მუ­ლი, ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე იმ სა­ლონ­ში, თბი­ლის­ში ბევ­რჯერ ვარ ნამ­ყო­ფი და მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ის არა­ფერს მი­მა­ლავს, ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე გახ­სნი­ლად ვსა­უბ­რობ­დით. მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წყო­ბი­ლია კონ­კუ­რენ­ტე­ბის მხრი­დან. ხა­ტია დიდი ხა­ნია ამ სფე­რო­შია, სამ­კურ­ნა­ლო, სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟებს აკე­თებს და მგო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორც მო­წყო­ბილს ისე და­ვარ­ქმევ­დი.

ჩემი იქ ყოფ­ნი­სას ხში­რად მი­უ­ღი­ათ კლი­ენ­ტე­ბი და მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ხა­ტი­ას­თან ჩი­ნე­ლებს არ უმუ­შა­ვი­ათ, მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. ად­გილ­ზე სწავ­ლობ­დნენ და შემ­დეგ საქმდე­ბოდ­ნენ.“, - ამბობს გურამ არუთინაშვილი მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მეგობარი ბოლო დღეები ანაკლიაში იმყოფებოდა.

„ხა­ტია ბო­ლოს სამი დღის წინ ვნა­ხე, ეს დღე­ე­ბი ანაკ­ლი­ა­ში იყო. მისი შვი­ლიც არ გა­მო­დის კონ­ტაქ­ტზე. ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი ჰყავს, პროგ­რა­მის­ტია, სა­ი­ტე­ბი აქვს და რეკ­ლა­მებს ჰყი­დის სხვა­დას­ხვა სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ზე, გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მისი შვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყოს“, - ამბობს არუთინაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 1-ელი სექტემბრიდან ზოდიაქოს 5 წარმატებული ნიშანი - ვინ იქნება ფავორიტი, გოგა მანიას პროგნოზი!

⭕„რა ხდება ამ დროს სახლში“ - ქეთი ხატიაშვილი შვილების მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს, სექტემბერში განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის