Digest Logo

„ვწევარ ინფექციურში, რით არ დასრულდა ეს კოვიდი და მისი შთამომავლობა...“ - თათია კობალაძეს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა

1692389823
თათია კობალაძე

თათია კობალაძეს კორონავირუსის ახალი შტამი, EG.5 დაუდასტურდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

„აგერ, ამ დიაგნოზით ვწევარ ინფექციურში, რით არ დასრულდა ეს კოვიდი და მისი შთამომავლობა“, - წერს თათია კობალაძე.

მისივე თქმით, კოვიდის ქვეშტამს ჰაერის უკმარისობა, ხველა, სიცხე, სახსრების ტკივილი ახასიათებს.

მომღერალი ამბობს, რომ ახალი შტამი ჯერ შვილს, შემდეგ კი მას დაუდასტურდა.

კობალაძე ბათუმის კლინიკაში მკურნალობს.