Digest Logo

🎥 „ყველას ვერ მოეწონები, გთხოვთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, რაც მაქვს ჩემი შრომითაა მიღწეული“ - ემიგრანტი თეონა კბილაშვილი, რომელიც სილამაზის კონკურსში მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს მიმართვას ავრცელებს

1762527688
თეონა კბილაშვილი

ულამაზესი მოდელი თეონა კბილაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. მან ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით საამაყო ჯილდო მიიღო – „მის ნიუ-იორკი“ გახდა.

მის ცხოვრებაში ხშირად არის წარმატებები, როლის შესახებაც იგი სოციალურ ქსელში ხშირად წერს. 

ამჯერად მან მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მას აკრიტიკებენ და როგორც თავად წერს, ამერიკაში საკუთარი შრომით და მონდომებით წარმატებებს მიაღწია.

„მოგესალმებით! პირადად მინდა მოგმართოთ ყველას.

მე ვარ თეონა კბილაშვილი ემიგრანტი საქართველოდან ჩემი ქვეყნის სიყვარული ჩემთვის ყველაფერია. ყოველთვის ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ამ კულტურისა და სილამაზის ნაწილი.

ამერიკაში საკუთარი შრომით და მონდომებით გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე სამოდელო სფეროში. ვარ სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული და ნომინანტი, რაც საბოლოოდ მიზეზი გახდა იმისა, რომ მივიღე შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მე შერჩეული ვიყავი და საქართველო გამეყვანა საერთაშორისო სცენაზე, ეს უკვე უდიდესი გამარჯვებაა ჩემთვის. ✨

მთელი მსოფლიო იყო წარმოდგენილი ამ კონკურსზე. არ მყავს სპონსორი ყველაფერი დამოუკიდებლად, ჩემი შრომითა და რწმენით გავაკეთე. გულწრფელად მადლობელი ვარ თითოეული კეთილი სიტყვისა და მხარდაჭერისთვის. 💫

ვიცი, რომ ყველას ვერ მოეწონები ეს ბუნებრივია. ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც არა, მაგრამ მე არავისზე ვნაწყენდები. მე ვარ ის, ვინც ვარ ბედნიერი, ძლიერი და მადლიერი ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მაქვს. ეს კონკურსი მხოლოდ სილამაზის შესახებ არ არის; იგი მოითხოვს უამრავ უნარს, თავდადებას, ემოციას და შინაგან სიძლიერეს.

გთხოვთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ყველაფერი, რაც მაქვს, მხოლოდ ჩემი შრომითაა მიღწეული არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია და ყოველთვის ვცდილობ, სიკეთე გავავრცელო.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახელით წარვდგი ასეთ დიდ საერთაშორისო კონკურსში, სადაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში არ ყოფილა წარმოდგენილი. ეს უკვე შედეგია და მე ამას უზომოდ ვაფასებ. მომავალში მსურს სხვა ქართველ გოგონებსაც დავეხმარო და გამოცდილება გავუზიარო, რომ კიდევ ბევრმა შეძლოს საკუთარი ოცნების ასრულება.

მე ვარ კარგად, ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ჩემს საქმეში. მადლობელი ვარ ღმერთის თითოეული ნაბიჯისთვის და მადლობა თქვენ ყველას, ვინც გულწრფელად მხარს მიჭერთ.

სიყვარულით, თეონა კბილაშვილი საქართველოზე შეყვარებული ქართველი ემიგრანტი ამერიკიდან 🩷 მადლობა“, - წერს თეონა კბილაშვილი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მოემზადეთ! - როდის მოვა ფული ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან?

⭕„კეკე - მთელი ნახევარი წლის“ - გიორგი კეკელიძის და მარიამ სოსელიას შვილი 6 თვის გახდა