გადაცემა „უეჭველი ქართველია“-ს მორიგი ეპიზოდის სტუმარი მომღერალი ნინი შერმადინი იყო.
მან ემიგრაციაში ცხოვრებასა და სამშობლოს მონატრებაზე ისაუბრა.
„ყველაზე ბედნიერი ვარ საქართველოში, ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ჩავდივარ ბებიასთან და ვნახულობ, როცა ჩემ ძმებთან და ძმისშვილებთან ერთად ვიძინებ, ბედნიერი ვარ, როდესაც შემიძლია ყოველდღე მივიდე ჩემი მშობლების საფლავზე - ყველაზე მეტად მიხარია მაშინ, როდესაც ქუჩაში მხვდებიან, მეფერებიან და მეხუტებიან.
ამერიკა განა არ მიყვარს, ან როგორ შეიძლება უმადური ვიყო? - ამ ქვეყანამ რაც მომცა, მიმიღო და განმავითარა, ესეც ჩემი მეორე სახლია, მაგრამ ეს ნოსტალგია, რაც ემიგრაციაში ვიგრძენი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი, როგორ მენატრება და მინდა სახლში მალე წასვლა.
არც არაფერი შემიშლის ხელს - დღესვე შემიძლია ავდგე და წავიდე, თუმცა ახლა მიჯაჭვული ვარ ჩემს სკოლაზე, სადაც ბავშვებს ვჭირდები, ქართველ ბავშვებს ვჭირდები.
მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაცით გამოვადგე საქართველოსა და ქართველებს. ამას ვერავინ გაიგებს, თუ ჩემს ადგილას არ არის, მე რანაირად განვიცდი საქართველოსგან შორს ყოფნას“, - ამბობს ნინი შერმადინი.
