სოციალურ ქსელში „ღამის შოუს“ ბენდის მორიგი კონცერტიდან ემოციური ვიდეო ვრცელდება, სადაც საზოგადოების ყურადღება მომღერალ ბაბი კირკიტაძის თბილმა ქცევამ მიიპყრო.
კადრებში ჩანს, რომ ბაბიმ კონცერტის მსვლელობისას პატარა გულშემატკივარს საკუთარი შარფი მისცა და შემოახვია.
ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„ბავშვებს არაფერი ავიწყდებათ, იცის ეს ამ გოგომ“
„ადამიანად უნდა დაიბადო“
„ოჯახში გაზრდილი, თბილი გოგო“
„გაუთბო გული პატარას, მთელი ცხოვრება ემახსოვრება“
„ბავშვი ისე საყვარლად შესციცინებდა, ჩემი აზრით შუბლზე მაინც უნდა ეკოცნა. მე ასე ვფიქრობ“
„მომწონს, როცა ასე ზრუნავენ პატარა გულშემატკივრებზე. ბაბი უფრო მეტად შემიყვარდა“
„ყველაზე თბილი და ტკბილია ჩვენი ბაბი“, - წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნინი გოგიჩაიშვილმა ბებია და ბაბუა დუბაიში დასასვენებლად წაიყვანა
⭕„ცოლ-შვილიანები დაიკიდეთ! ხომ გჯერათ ჩემი?!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე