„ამ მღვდლების გამკვირვებია. სწორედ იმას უნდა ასწავლიდნენ, რომ „უფლის სახელით ფულს არ უნდა შოულობდეთ, მით უფრო სასულიერო პირი არ უნდა ხარბდებოდეს ფუფუნებას” - და ესენი პირიქით: მრევლი გაერთიანდა და მეც მივიღეო. ყველა მღვდელი ასე იმართლებს თავს, მრევლმა მიყიდაო, არა და ქრისტიანობაც სწორედ იმაში გამოიხატება, რაზე თქვი უარი ან რაში გამოიყენე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დომენიკ მანგო წერს და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.