საქართველოში დედის დღეს 3 მარტს აღნიშნავენ. სოციალურ ქსელებში, ცნობილი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები - დედებს გულთბილ პოსტებს უძღვნიან და ულოცავდნენ. სწორედ 3 მარტს სატელევიზიო ეთერები დედებს და მათზე ისტორიების გახსენებას დაეთმოთ.
როგორი დედები იყვნენ ცნობილი ქალები საქართველოში? - ამის გასარკვევად ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი დედა-შვილები სტუმრად ზურა შევარდნაძესთან იყვნენ „გარდენიაში“.
მსახიობი მაკა მახარაძე დედას მედეას ჩახავას იხსენებს.
„დედა ერთი მყავდა, მაგრამ დედინაცვალი ორი... მიჭირს საუბარი, მაგრამ დედა ისეთ მყავდა... დედაჩემს ყველას მიმართ საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა. ჩვენთვის არასოდეს არაფერი არ დაუკლია. დედას ერთი ჩანაწერი ვნახე - „რა ყოფილა დედობა, თემურიკო რომ გამიჩნდა, მე გავხდი ავად მისით“ - წერდა ამ წერილში. არ მერიდება ვთქვა, რომ ნამდვილად ვარსკვლავი იყო“, - ამბობს მაკა მახარაძე.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ეთერში ატირებული მომღერალი - როგორი მშობლები არიან თიკა ჯამბურია და სალომე შარვაძე?