Digest Logo

🎥 „ეს არის ცენზურა, ზღუდავენ არტისტს“ - რეპერი მასტერი „რადიო თბილისის“ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე

1683385264

ქართველმა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, იგივე „მასტერი“ ახალი სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით - „წერილი ლევან ბერძენიშვილს“.

სიმღერამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა და ზოგმა ის, პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნია.

სწორედ, აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე „რადიო თბილისმა“ რეპერ მასტერის ყველა სიმღერა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა. ინფორმაცია ამის შესახებ, რადიოსადგურის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ გადაწყვეტილებას თავად რეპერი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რადიოს მხრიდან ცენზურის არსებობაზე მეტყველებს.

„არტისტებს აქვთ უფლება გააპროტესტონ ყველაფერი რაც უნდათ.... რაც შეეხება რადიოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ეს არის ცენზურა, ზღუდავენ არტისტს.

მე არაფერს არ დამაკლებენ.

კერძო საკუთრებაა და გაუშვებენ რაც უნდა ან რაც არ უნდათ. მაგრამ ჩემი დაქენსელება მაგათ ცენზურაზე მეტყველებს“,- აცხადებს რეპერი.

ამავე თემაზე:

🎥 მასტერმა ლევან ბერძენიშვილს სიმღერა მიუძღვნა - „შენ უეჭველი პუტინი გაფინანსებს“