მსახიობ თედო ბექაურის ოჯახში სასიხარულო ამბავია. ანუ ხუციშვილი და თედო ბექაური მეორე შვილის მშობლები გახდებიან. წყვილს პირველი შვილი ბიჭი უკვე ჰყავთ.
ცნობილია წყვილის მეორე შვილის სქესიც.
ბექაურის მეუღლე ორსულობის მე-5 თვეშია.
წყვილმა თავიანთ ემოციებსა და მოლოდინებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრეს:
„დიდი არაფერი სიურპრიზი არ გამიკეთებია, მაღაზიაში ჩასვლა მოვიმიზეზე და როცა მაღაზიასთან მივედით, აფთიაქიც იქვე იყო და ვუთხარი, მოდი სატყუარა ვიყიდოთ, მალე დაგვჭირდება -მეთქი.
თედოს სრული შოკი ჰქონდა“, - ამბობს თედო ბექაურის მეუღლე.
„ზოგადად ძალიან ემოციური ვარ, ემოციებისგან ერთი მაგრად ვიტირე. ძალიან გამიხარდა და სულ ვიძახი, ღმერთი რამდენ შვილსაც მომცემს, იმდენი მეყოლება მეთქი.
გოგო მინდოდა, მაგრამ მეორეც ბიჭია… მესამე ან მეოთხე იქნება გოგო…“, - ამბობს თედო ბექაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: