რამდენად მნიშვნელოვანია დაბადების წამიდან გვქონდეს ჩვილთან კომუნიკაცია?
როგორ დავეხმაროთ ბავშვს თვითშეფასების ჩამოყალიბებაში? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა მარიამ შოვნაძემ ისაუბრა.
„კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაბადებიდან, არამედ მუცლად ყოფნის პერიოდიდან. ორსულობის მეთექვსმეტე კვირიდან ბავშვი დედის ხმას, ხოლო მეოცე კვირიდან კი სხვა ახლობლების განსხვავებასაც ახერხებს.
ეს ბავშვს უსაფრთხოების და დაცულობის განცდას აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, - ამბობს მარიამ შოვნაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ასაკიდან შეიძლება ბავშვმა მარტომ დაიძინოს და როგორ შევამზადოთ შვილი ცალკე ძილის რუტინისთვის
⭕ლევან წვერავა მეუღლესთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - „ულამაზესი და უთბილესი წყვილი“
⭕როგორ უნდა გათავისუფლდეთ უიღბლო ქორწინების ცუდი ენერგეტიკისგან და ახალ ურთიერთობას გაუღოთ კარი