საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმრად ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია იყო, რომელმაც ფერად ტანისამოსათან დაკავშირებულ ტრაგიკულ ისტორიაზე ისაუბრა.
„მე ვიყავი სამი წლის, ხოლო ჩემი ძმა - 6 თვის, როცა ახალი წლის წინა დღეებში მამაჩემი გარდაიცვალა... ახალი წლის ციმციმა ნათელი ფერები, უცებ ჩაქრა. მის მერე ძალიან დიდხანს იყო ჩამქრალი, ქალებს დიდხანს ეცვათ შავები. დედა ძალიან ახალგაზრდა იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სექტემბერი, იმიტომ რომ 53-ე სკოლის ეზოში დედაჩემი იყო ერთადერთი დედა, რომელსაც თავიდან ფეხებამდე ეცვა შავები. ალბათ, ამიტომ არის ჩემში მოთხოვნილება ფერებისადმი ასეთი, ეს არის ნახატებში, ეს არის ხანდახან შესამჩნევად სამოსში,“ - განაცხადა მარი მალაზონიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: