Digest Logo

ბლიც-ინტერვიუ „მძიმე კაცთან“

1606291794
მძიმე კაცი - კოვზირიძე

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ტელეწამყვანი დავით კოვზირიძე.

- რა მოხდა წელს შენს ცხოვრებაში ყველაზე კარგი?

- განსაკუთრებული არაფერი.

- როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?

- სიმშვიდისას.

- რა არის შენი საყვარელი ფრაზა, სიტყვა?

- ეგეთი არ მაქვს.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- მწვანე.

- „მძიმე კაცის“ სტუმრებისგან რომელს გამოარჩევდი?

- იმათ, ვინც გულწრფელი იყო. სამწუხაროდ ასეთი ბევრი არ იყო.

- რა არის სიყვარული?

- მეგობრობა.

- რა არის თავისუფლება?

- იმის კეთება, რაც გინდა, რომ აკეთო.

- რა არის მეგობრობა?

- სიყვარული.

- რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

- ნიჭიერი ადამიანები.

- რისი ხმა გაღიზინებთ?

- უცოდინრობის.

- რისი გშურს?

- არაფრის.

- რამ შეიძლება გაგახაროს?

- ღმერთმა

- რა არის ღალატი?

- უპატივცემულობა.

- რა თვისებები მოგწონს ადამიანში?

- იუმორი და პასუხისმგებლობა.

- შენი ხასიათის მთავრი შტრიხი?

- სიმძიმე

- რა გენატრება ყველაზე მეტად?

- ბავშვობა.

- რა გწყინს?

- ასეთი მაგარი ქვეყანა რომ ასეთ დღეში ჩავაგდეთ.

- რამ შეიძლება აგატიროს?

- კარგმა კომედიამ.

- ბოლოს როდის იტირე?

- ცოტა ხნის წინ, რაღაც თრეში იყო ჩართული და სიცილისგან.

- როგორ ფიქრობ, ფეისბუქი, ინტერნეტი და ტექნოლოგიები როგორ შეცვლის სამყაროს?

- მატერიალური ყველაფერი გაქრება და ეს არ ვიცი, კარგი იქნება თუ ცუდი.

- როგორი წარმოგიდგენია პოსტპანდემიური ადამიანი?

- უნიღბოდ.

- ამბავი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია შენზე?

- უამრავია ასეთი, ყველა საინტერესო ამბავი რაღაც გავლენას ახდენს შენზე და გცვლის.

- რას კითხავდი ღმერთს შენ გადაცემაში რომ მოსულიყო?

- ვინ არის სატანა?

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თავისუფლება აზროვნების კატეგორიაა - ბლიც-ინტერვიუ დავით ტურაშვილთან

ბედნიერება მადლიერებაშია - შალვა კეკელიას ბლიც-ინტერვიუ

სექსიც არის სრულყოფილ ბედნიერებაში, ორგაზმიც და კარგი ღვინოც - ბლიც-ინტერვიუ ცაგარელთან