Digest Logo

🎥 „აპოკალიფსისთვის გვამზადებენ?!“ - ქართველი „იუთუბერი“ ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ „ბლექ აუთის“გეგმას განიხილავს

1794300401
ნიკა მჟავანაძე

2026 წლის 3 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები და მითითებები მოსახლეობის მზადყოფნის შესახებ კრიზისული სიტუაციებისთვის, რომლებიც მოიცავს ევროკავშირის მოქალაქეებისათვის საკუთარი ძალებით მინიმუმ 72 საათის {3 დღის} განმავლობაში თავის რჩენას ელექტროენერგიის, წყლის ან ინტერნეტის გათიშვის პირობებში. 

ინიციატივა ევროკომისარმა ჰადჯა ლაჰბიბმა {ევროკავშირის სამოქალაქო დაცვისა და კრიზისების მართვის კომისარი} ბრიუსელში გამართულ ევროპულ სამოქალაქო დაცვის ფორუმზე წარადგინა.

აღნიშნულ გეგმას ქართველი „იუთუბერი“ ნიკოლოზ მჟავანაძე განიხილავს და საკუთარ მოსაზრებებს გამომწერებს უზიარებს:

„ძალიან ცუდი ამბავი მაქვს, 2026 წლის 3 ნოემბერს ევროკომისიამ და მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 65-იდან 69 ქვეყნამდე დაამტკიცეს ეგრეთ წოდებული „ბლექ აუტის“ გეგმა, ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, სახელმწიფოები ემზადებიან რაღაცისთვის, რაზედაც ჩვენ არაფერი არ ვიცით და წარმოადგინეს ისეთი სახის სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ მაშინ, როდესაც დედამიწაზე დაიწყება აპოკალიფსი, ოღონდ ეს აპოკალიფსი სწორედაც დაკონვერტირებულია და გადმოთარგმნილია, როგორც ტოტალური „ბლექ აუტი“.

ბუნებრივია, ადამიანები ძალიან შეშინებულები არიან, რადგანაც არის ისეთი სახის სამოქმედო გეგმა, რომელზედაც აქამდე არავინ არ საუბრობდა და მოულოდნელად მსოფლიოს დიდმა ადამიანებმა, გავლენიანმა პირებმა ისეთი სახის აპოკალიფსის სცენარისთვის დაიწყეს მზადება, რომლის შესახებ ჯერჯერობით კაცობრიობა არ არის ბოლომდე ინფორმირებული. თუ რაზეა საუბარი, რისთვის ემზადებიან, რისთვის გვამზადებენ, აი, ამ ვიდეოში მე ვრცლად ჩემს თეორიებს ჩამოვაყალიბებ. 

რას ნიშნავს „ბლექ აუთი“? ეს არის ტოტალური ენერგიის გათიშვა მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ვართ ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე, ელექტროენერგიაზე და სხვა ასოცირებულ 21-ე საუკუნის პოსტმოდერნისტულ ხელსაწყოზე დამოკიდებული და ბუნებრივია სამყაროში, ანუ დედამიწაზე ტოტალური ენერგიის გათიშვა ნიშნავს, ადამიანის გადაჩეხვას ქვის ხანაში. „ბლექ აუთი“ ნიშნავს, რომ ელექტროენერგია მიდის არა კონკრეტულ სახლში, კორპუსში, რეგიონში ან ქვეყანაში, არა, ტოტალური „ბლექ აუტი“ ნიშნავს მთლიანად პარალიზებას ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნების დარჩენას. ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული თქვენი გადახდის საშუალებები, სახლში არსებული საპირფარეშოები, რომელიც წყლის ტუმბოებზეა დამოკიდებული, წყლის ტუმბოები, რომელიც ასევე ელექტროენერგიის მომარაგებაზეა დამოკიდებული, მობილურები, საბანკო სისტემები, სამედიცინო მომსახურება, საკვები, მაცივრები, ყველაფერი დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე. აქ მარტო კომფორტი კი არ გვეცლება, არამედ საუბარია პირველადი მოხმარების ძირითად ნივთებზე, რაც ხდება სრულიად პარალიზებული. 

ალექს შოუს შესანიშნავი ეკრანიზაცია, Total blackout არის 2022-ში გამოშვებული ეკრანიზაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტერორისტული ჯგუფი აპირებს თავდასხმას შეერთებულ შტატებზე. მოხდება შეერთებულ შტატებზე კიბერშეტევა ისეთი, რომ მთელ ქვეყანაში აბსოლუტურად ითიშება ელექტროენერგია, ანუ აღარ ფუნქციონირებენ ელექტრო გადამცემი ანძები, ტრანსფორმატორები, გენერატორები და მოკლედ, როდესაც ელექტროენერგია მიდის, მთელი ქვეყანა ხდება პარალიზებული და კრიმინალის დონე, რა თქმა უნდა, იწევს ქვეყანაში. 

2026 წლის 3 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსახლეობის მზადყოფნის ახალი სახელმძღვანელო მითითებები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ოთხი ძირითადი მიმართულებაა, მოსახლეობის დამოუკიდებლად არსებობა პირველი 72 საათის განმავლობაში. პირველი სამოქმედო გეგმის ნაწილია, როდესაც თუ დაიწყო „ბლექ აუტი“, ანუ ტოტალური ელექტროენერგიის გათიშვა, რა ნივთები უნდა გქონდეს შენ იმისათვის, რომ საკუთარი თავი გადაირჩინო მთავრობისგან დამოუკიდებლად?

იმიტომ, რომ მთავრობას არ ექნება იმის საშუალება, რომ მთელ  მოსახლეობის პირველადი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოს. 

მეორე, საგანგებო სიტუაციებისთვის ბავშვების მომზადება სკოლებში. სკოლის მოსწავლეებმა რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში თუ სკოლაში ყოფნის დროს დაიწყო „ბლექ აუთი“. მოწყვლადი მოსახლეობის დაცვა, მოსახლეობისთვის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. 

კონკრეტულად მიზეზს არ ასახელებენ, ევროკომისიამ რატომ გამოსცა ეს, მაგრამ განიხილება რამდენიმე ვარიანტი, რასაც ახლა ჩამოგითვლით:

  1. მესამე მსოფლიო ომი, სამხედრო მოქმედებების დაწყება და უეცარი ევაკუაცია. 
  2. ბირთვული საფრთხე, რადიაციული ავარია ან თავდასხმა, კიბერშეტევა, ინტერნეტისა და საბანკო სისტემების გათიშვა. 
  3. blackout, ელექტროენერგიის ხანგრძლივი შეწყვეტა, ბუნებრივი კატასტროფები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ინფრასტრუქტურული კოლაფსი, წყლის საკვებისა და ტრანსპორტის სრული შეფერხება და პარალიზება.

რა რეკომენდაციები და რა პირველადი ნივთებია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ ამ ტოტალურ „ბლექაუთსა“ და აპოკალიფსს გადავურჩეთ? - ევროპული რეკომენდაციებისა და შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის ინსტრუქციების ჩამონათვალი: 

  1. სასმელი წყალი (ოჯახი ვალდებულია, დაახლოებით, 50-იდან 100 ლიტრამდე წყლის რეზერვაცია მოახერხოს).
  2. კონსერვები და მშრალი საკვები, ძალიან გვიან ფუჭდება და წლობით ძლებს. 
  3. ფარანი და ელემენტები.
  4. რადიო 
  5. „ფოვერ ბანკი“, ელექტროენერგიის შემნახველი ყუთი. 
  6. ნაღდი ფული.
  7. პირველადი დახმარების ნაკრები. 
  8. მედიკამენტები.
  9. თბილი ტანსაცმელი და საბანი.

არის მეორე საკითხი, რაზედაც არ საუბრობენ. თუ ტოტალური „ბლექაუთი“ დაიწყება, გაითიშება კამერები, პოლიცია ვეღარ იფუნქციონირებს, კრიმინალის დონე ერთ წუთში ავარდება, ადამიანები დაიწყებენ ძარცვას, ქურდობას, ვანდალიზმს ქუჩებში“, - ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იგოეთში გიჟს მეძახდნენ, ცოტა აფრენსო...“ - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი

🎥 რომელი სიმპტომებით ვლინდება ანემია - რას გვიყვება ჩვენი სისხლი

🎥 Apple ტანსაცმლის დამკეცავ რობოტზე მუშაობს - „უნდა შეძლოს სამოსის ამოცნობა, მისი სწორად აღება და დაკეცვა“

✕