„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე.
ფრაზა, რომელიც მიყვარს... რას დაეძებ და ესეც გაივლის.
ხმა, რომელიც მიყვარს... ჩიტების ჭიკჭიკი და მდინარის ხმა.
ჩემი ჩაცმის სტილი... მეტყველებს ჩემ შინაგან თავისუფლებაზე. მთელი ცხოვრება ვიცმევ იმას, რაც მინდა და არ ვიტანჯები, ვარ ბედნიერი.
ჩემზე ამბობენ, რომ... პოზიტიური ვარ, თუმცა ზურგს უკან რას ამბობენ ეგ არვიცი.
მეშინია... ავი ადამიანების.
ვიზიდავ... კეთილ ადამიანებს.
გია ჯაჯანიძე ანუ... ადამიანი ხალისი.
ღმერთს, რომ შევხვდები მინდა ვუთხრა, რომ... მაპატიოს ჩემი შეცდომები.
რომ აღარ ვიქნები ჩემზე მინდა თქვან... რა კეთილი იყო. სიკვდილის შემდეგ ძეგლის დადგმას არ ვითხოვ.
ჩემი ღმერთი... ძალიან კეთილი, მოწყალე და მპატიებელია.
რომ არა ის ვინც ვარ დღეს ვიქნებოდი... ექიმი.