Digest Logo

🎥 ვინირი VS გვირგვინი: როდის არის თითოეული მათგანის გაკეთება რეკომენდებული? - რამაზ ცხვარაძის განმარტება

1793954666
რამაზ ცხვარაძე

🟡რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, ვისაც სურთ ვინირების გაკეთება?

🟡რამდენად გამართლებულია მხოლოდ წინა კბილების შეცვლა?

🟡ვინირი და გვირგვინი - რა განსხვავებაა მათ შორის და როდის არის თითოეული მათგანი რეკომენდებული? 

აღნიშნულ საკითხებზე ორთოპედმა რამაზ ცხვარაძემ პოდკასტში „კოტcast“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„ჯანმრთელობა არ მოიცავს მარტო რაღაც ფიზიკურ ჯანმრთელობას და რაღაცა დაავადება, რომ ადამიანს არ სჭირს. როცა ადამიანს აქვს არაესთეტიკური კბილები, არ მოსწონს თავის გარეგნობა და ეს ყველაფერი მისი ცხოვრების ხარისხს საკმაოდ ქვემოთ წევს, ამ დროს უკვე ესთეტიკური სამუშაო, ჯანსაღი კბილების „გაწირვა“ მგონი, ცოტა მეორე ხარისხოვნად მიმაჩნია. დღევანდელ დღეს იმდენად ნაკლებ ინვაზიურად ხდება ეს ყველაფერი და ნაკლები ჩარევით და ორგანიზმისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით, რომ მე ამას „გაწირვას“ ვერ დავარქმევდი ვერანაირად. ეს არის უფრო ესთეტიკური სამუშაო.

რაც შეეხება კბილის ამოღებას, იშვიათად ხდება კბილების დაკარგვა, რადგან ესთეტიკური უნდა იყოს. რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო ნაკლებ ჩარევით ხდება ამ ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადება.  

ვინირი vs გვირგვინი: 

კონკრეტული მასალა, რომელიც ყველა პაციენტს, ყველა სიტუაციას, ყველა „ქეისს“ მიესადაგება, ასეთი კონკრეტული ერთადერთი მასალა არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის უნდა შევარჩიოთ მასალა სიტუაციის და და რა თქმა უნდა ესთეტიკური მოთხოვნილების მიხედვით. 

ვინირი არის კერამიკული თხელი ფირფიტა, რომელიც კბილს ეკვრის მხოლოდ გარეთა ზედაპირიდან, გარეთა მხრიდან ეს არის უთხელესი, ჩათვალეთ არაფერი, ფურცელზე ოდნავ სქელი. ვინირს აქვს ერთი ასეთი თავისებურება, ის ეკვრის მხოლოდ გარე ზედაპირს და ასევე ეკვრის ჯანმრთელ კბილებს, ჯანმრთელ ემალს. 

როდესაც კბილის სტრუქტურა დაზიანებულია, დაზიანებაში იგულისხმება მაგალითად, ნამკუნალები კარიესი და ბჟენით აღდგენილი, მაგ დროს, როცა კბილის 50%-ზე მეტია დაზიანებული, არ ხდება ვინირების დამზადება. ასეთ დროს გვირგვინებისკენ ვიხრებით. აი, აქ მოდის უკვე გვირგვინის საჭიროება. 

რა თქმა უნდა ხდება კომბინაციაც, ნაწილი ვინირი, ნაწილი გვირგვინი. თუ ავიღებთ ცირკონის გვირგვინს და კერამიკის ვინირს, ფიზიკურად ვერ განასხვავებ. აქ მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციის ტიპს.

ვინირ 360 უკვე გადადის კბილის უკან, ანუ შიგნითა ზედაპირზეც, უპირატესობაა სისქე, შედარებით ნაკლები სისქის შეგიძლია გააკეთო, ვიდრე ცირკონი, ღირებულება დაახლოებით იდენტურია. ამ ყველაფერს ყოველთვის ირჩევ კბილის მდგომარეობიდან და კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ყოველთვის იწყებ იმით, რომ გააკეთო ნაკლები, გააკეთო ვინი ან გააკეთო ვინირ 360. თუ ეს არ გამოდის, აი, მაგ შემთხვევაში უკვე ვიხრებით ჩვენ ცირკონის გვირგვინისკენ, რომ გაკეთდეს გვირგვინი. გვირგვინი უკვე 360 გრადუსით ეკვრის კბილს და ის უფრო მეტად იცავს ასეთ დაზიანებულ კბილებს, ორი ფუნქცია აქვს, გარდა ესთეტიკისა, როცა დიდი ბჟენია კბილში, მაშინ ზემოდან ეცმევა და მასზე კეთდება უკვე გვირგვინი“, - ამბობს რამაზ ცხვარაძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ხედავს თუ არა გარდაცვლილი საკუთარ დაკრძალვას და გრძნობს თუ არა ახლობლების მწუხარებას? - რას ამბობს ეზოტერიკოსი

🎥 ზოდიაქოს 3 ფავორიტი ნიშანი ნოემბერში - „სიის სათავეში არიან ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები“

⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 6 ნოემბერს? - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

✕