Digest Logo

ყველაზე მეტად მეშინია - ბლიც-ინტერვიუ ანი ბებიასთან

1602013595
მსახიობი ანი ბებია

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი მსახიობი ანი ბებია;

ბედნიერება არის... როცა ცხოვრების აღქმის უნარი გაქვს.

ვთამაშობ...სცენაზე.

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა... მეორეჯერ დაშვებული შეცდომა.

რეფორმა, რომელსაც უმაღლეს შეფასებას ვაძლევ... პროპორციული არჩევნები.

ყველაზე მეტად მეშინია... წყალში სიკვდილის.

ჩემთვის სიტყვა „სექსუალურის“ დეფინიცია არის… სულის სარკე.

შესაძლებლობა, რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი... იმ მომენტებს, როდესაც სხვა დავაზიანე.

ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა... რომ შემიძლია ადამიანები გავაღიმო.

სტერეოტიპი რომელიც დავანგრიე... სილამაზის გამო მიცემული როლები.

12-17 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ... ტაშს დავუკრავდი.

ცხოვრებისეული იმედგაცრუება... ადამიანების ეგოსთან დამარცხება.

3 რამ, რაც წინა თაობას არ უნდა დავუჯეროთ, თუ გვინდა ბედნიერი ვიყოთ... ბედნიერება არ ასოცირდეა ჩემთვის წინა თაობებთან ბრძოლაში.

ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება... საბავშვო ბაღში დედაჩემის სუნის გრძნობა.

შემდეგ ცხოვრებაში ვიქნებოდი... მომღერალი.