Digest Logo

„მიანიშნებს ფარულ სამხედრო მანევრებზე, სპეცსამსახურების ოპერაციებზე ან მსხვილ ფინანსურ-ეკონომიკურ გარიგებებზე“ - რამაზ გიგაური 9 ნოემბრის ახალმთვარეობაზე

1794145850
რამაზ გიგაური

9 ნოემბერს, თბილისის დროით 11:02 საათზე, მორიელის მე-17 გრადუსში ახალმთვარეობა იქნება. ერთი შეხედვით ეს ასტროლოგიური კალენდრის რიგითი მოვლენაა, თუმცა რეალურად ერთგვარი დროის ხიდია. ის პირდაპირ 2027 წლის 6 თებერვლის მზის რგოლურ დაბნელებას უკავშირდება.

ეს მხოლოდ ახალი მთვარის თვის დასაწყისი არ იქნება - 9 ნოემბრიდან დაიწყება ის პროცესები, რომლებიც შედეგებს 2027 წლის თებერვალში მოიტანს.

🔍 9 ნოემბრისა და 6 თებერვლის კავშირი თუ ამ ორი მოვლენის რუკას ერთმანეთს დავადებთ, საინტერესო მათემატიკურ დამთხვევებს დავინახავთ.

9 ნოემბრის ახალმთვარეობა მომავალი 6 თებერვლის მზის დაბნელების მძლავრი დეტონატორია.

✔️ მზე-მთვარის კვადრატი (მორიელის 17° - მერწყულის 18°): ასტროლოგიაში 90° ასპექტი (კვადრატი) დაძაბულობაზე, კონფლიქტზე, ბრძოლასა და კრიზისზე მიანიშნებს. ასე რომ, 9 ნოემბერს დაწყებული ფარული პროცესი (მორიელი) თებერვალში ღია, სტრუქტურულ და გარდაუვალ კრიზისში (მერწყულის დაბნელება) გადაიზრდება. მოკლედ, 2026 წლის ნოემბერში ითესება ის საკითხი/პრობლემა, რომლის ნაყოფსაც თებერვალში მოვიმკით.

✔️ მარსისა და იუპიტერის კვალი (ლომის 23°): 9 ნოემბრის რუკაში მარსი (ინიციატივა, აგრესია, იარაღი) ლომის 23-ე გრადუსში იმყოფება. 6 თებერვალს კი ზუსტად ამავე წერტილში იუპიტერი (სამართალი, კანონი, მასშტაბი) „ჯდება“. მარსი ტოვებს აგრესიულ იმპულსს, რომელსაც იუპიტერი აფართოებს და მასშტაბში გადაჰყავს. ეს ნიშნავს, რომ ნოემბერში გადადგმული გაბედული ან აგრესიული ნაბიჯი (როგორც პერსონალურ, ისე პოლიტიკურ დონეზე), რომელიც ამ ეტაპზე შესაძლოა მცირე მასშტაბის (ლოკალური) ჩანდეს, ზუსტად სამ თვეში უზარმაზარ მასშტაბს მიიღებს და გლობალურ რეზონანსს გამოიწვევს.

⚖️ ზოგადი ანალიზი 9 ნოემბრის რუკაში გამოკვეთილია მორიელისა და ლომის კონფლიქტი. მორიელი დაფარულ რესურსებს, საიდუმლოებებს, შიშებსა და ფინანსებს განაგებს, ლომი კი ეგოს, ძალაუფლებასა და ამბიციას. ეს ახალმთვარეობა ადამიანებს აიძულებს, დაფარული მოტივებით თუ შეუმჩნეველი რესურსებით ძალაუფლებისთვის იბრძოლონ და მოიპოვონ კიდეც (ან გაიმყარონ). ეს რადიკალური ახალმთვარეობაა. ამიტომ ბრძოლის დაწყება ნიშნავს სპარტანულ მიდგომას - „ან ფარით ან ფარზე“, რაც ნიშნავს გამარჯვებას ან სიკვდილს (ცხადია, არა მაინცადამაინც ფიზიკურს, არამედ შეიძლება პოლიტიკურს, ფინანსურს, ფსიქოლოგიურს და ა. შ.). ენერგია უკიდურესად კონცენტრირებულია. რასაც ახლა ჩავიფიქრებთ ან დავიწყებთ, უკან ფიზიკურად ვეღარ დავიხევთ. განხორციელებული მოქმედებები კი თებერვალში რეალიზდება და დღის შუქზე გამოვა.

🌍 მუნდანური (გლობალური) ანალიზი მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში ეს საკმაოდ სერიოზულ სურათს ქმნის:

⭕ ნოემბრის მორიელი-ლომის კვადრატურა პირდაპირ მიანიშნებს ფარულ სამხედრო მანევრებზე, სპეცსამსახურების ოპერაციებზე ან მსხვილ ფინანსურ-ეკონომიკურ გარიგებებზე (შესაძლოა ნავთობის ან მსხვილი კაპიტალის თემაზე).

⭕ ვინაიდან მარსის (იარაღი) წერტილს თებერვალში იუპიტერი (საერთაშორისო მასშტაბი) აფართოებს, ნოემბერში დაწყებული ლოკალური სამხედრო ან ეკონომიკური ესკალაცია თებერვალში საერთაშორისო პოლიტიკურ კრიზისად, ალიანსების დაშლად ან ახალი კანონების მიღებად იქცევა. სახელმწიფო ლიდერების (ლომი) ფარული ზრახვები (მორიელი) პირდაპირ ფართო მასებზე (მერწყული) აისახება.

⭕ გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს სამი თვე იქნება ზღვარზე სიარული და მთავარი გამოცდა. ბუნებრივია, ჩვენი ყურადღება მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომისკენ უნდა აღინიშნოს, რომ 9 ნოემბერი/6 თებერვლის რუკებს ძალიან საინტერესო ასტროლოგიური პარალელი აქვთ 1999 წლის 7-11 აგვისტოს პერიოდთან. მაშინ, ცის კაბადონზე, პლანეტების ე. წ. „დიდი ჯვარი“ და მზის სრული დაბნელება იყო (11.08.1999). მზის დაბნელებამდე ოთხი დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად და თავის შემცვლელად დაასახელა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წლის 11 აგვისტოს რუკაშიც (როგორც 9 ნოემბერი/6 თებერვლის ჰოროსკოპებში) დატვირთულია: ლომი, მორიელი და მერწყული (15-19 გრადუსების შუალედი). ეს კიდევ ერთი და ძალიან საინტერესო ასტროლოგიური პარალელია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთის და ცხადია, პირველ რიგში, მისი პრეზიდენტის თავს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ეს პროცესი გაგრძელდება 2027 წლის შემოდგომის ჩათვლით. პუტინის პირველი ინაუგურაციის ჰოროსკოპში (7/05/2000) პროგრესული მთვარე თავის სრულ ციკლს 2027 წლის 25 სექტემბერს ასრულებს, ამიტომ 2027 წლის ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის პირველი ნახევარი მისთვის ძალიან კრიტიკული იქნება.

⭕ 9 ნოემბრის ახალმთვარეობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰოროსკოპშიც რეზონანსულია. ეს ახალმთვარეობა (კიევის დროით) მის ურანთან (მე-6 სახლში, MC-ის მმართველი) არის ზუსტ შეერთებაში. ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან მის პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებულ მოულოდნელ, ძალიან სწრაფ ცვლილებებზე. თუ ის იმოქმედებს სწრაფად და რაც მთავარია, არასტანდარტულად (რაც პრინციპში არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მზის ნიშნით მერწყულია), სიტუაციის თავისდა სასარგებლოდ მკვეთრად შემოტრიალებას შეძლებს. ყოველ შემთხვევაში, მისი დირექტიული ჰოროსკოპის მიხედვით, უახლოესი 10-12 თვე კიდევ კრიტიკული იქნება. თუ მან უახლოესი ერთი წელი უდანაკარგოდ გაიარა, 2027 წლის შემოდგომიდან მის ცხოვრებაში სერიოზული შვების პერიოდი დადგება.

🎯 ვის შეეხება ინდივიდუალურად? ზოგადად, 9 ნოემბრის ახალმთვარეობა პირველ რიგში ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე მოახდენს გავლენას: კურობზე, ლომებზე, მორიელებსა და მერწყულებზე. კონკრეტულად კი მათზე, ვისაც მზე, მთვარე, ასცენდენტი ან სტელიუმი (სამი ან მეტი პლანეტის შეერთება) კუროს, მორიელის, ლომისა და მერწყულის 16-დან 19 გრადუსამდე აქვთ განლაგებული (რადგან ახალმთვარეობა და მზის დაბნელება 17-18 გრადუსებში ხდება). კალენდარულად ესენი არიან, 4 - 8 თებერვლის, 6 - 10 მაისის, 8 - 12 აგვისტოსა და 8 - 12 ნოემბრის ჩათვლით დაბადებული ადამიანები. თუმცა ზგარკვეული ამ ადამიანების ცხოვრებაში 2026 წლის შემოდგომის ბოლოს აქტიურდება ისეთი საკითხი (ან საკითხები), რომელიც 2027 წლის თებერვალში გამოვლინდება და რეალურ შედეგს მოიტანს.

ეს შეიძლება შევადაროთ გზაჯვარედინზე ყოფნას, საიდანაც რამდენიმე გზა მიდის და არჩევანია გასაკეთებელი. ასევე სიმბოლურად, წააგავს გაზაფხულს, როდესაც მოსავლის დიდი ნაწილი ითესება, რათა შემოდგომით მოსავლის აღება მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ მოკლა ილია? ვერსიები, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას უკავშირდება

⭕სად და როგორ ვითარდება კანის სოკოვანი დაავადება და როგორია მისი კლინიკური ნიშნები

⭕ნუნუ დუღაშვილი მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

✕