„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს სტუმარია მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი.
- რა არის ხელოვნება?
- ხელოვნებას არაფერს არ შევადარებ... ხელოვნება არის გენიალური რამ...
- რა არის თეატრი?
- თეატრი არის სიცოცხლე... ერის კულტურის მაჩვენებელია, ცხოვრების სარკეა...
- სიბრძნე ანუ...
- სიბრძე არის გონება დაფუძნებული სინდისზე, თუმცა ამ პოსტულატზე ხალხმა უნდა იფიქროს.
- რა ფერი აქვს სიყვარულს?
- ფერი არ აქვს... ღმერთს ხომ ფერი არ აქვს? და სიყვარული კიდევ ღმერთია...
- რა არის რწმენა?
საერთოდ მე მგონია, რომ მაინც არაფერი ვიცით, ვერ დავადგინეთ როგორია ბუნება, ვერ დავადგინეთ, რა არის რწმენა, სიყვარული. ამის ცალმხრივად ახსნა არ შეიძლება....
- რას ურჩევდით მომავალ თაობას?
არაფერსაც არ ვურჩევდი ყველამ თავის გზა უნდა გაიაროს... იმიტომ, რომ ყოველგვარი შეცდომა ღვთაებრივი კატეგორიაა და ადამიანის ჭკუისა და გონების ბრალი არაა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
სესილია თაყაიშვილის ანდერძი, ერთადერთი სიყვარული და ამბავი, თუ როგორ აღმოჩნდა Pink Floyd-ის კლიპში
გაჭირვება, დაცინვა, 2-ღმერთიანობა, ტანჯვა და აუხდენელი ოცნებები - ყანჩელის პორტრეტი
კლინიკური სიკვდილი, საკუთარი თავის შიში, ხატვა და 2 ქორწინება - ჟანრი ლოლაშვილის პორტრეტი