Digest Logo

რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რა არ მოსწონს საკუთარ თავში - გაიცანით, სულ სხვანაირი გიორგი ფხაკაძე

1620927660
გიორგი ფხაკაძე

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარი - გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძეა. 

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ძირითადად  სამედიცინო რჩევებს აძლევს საზოგადოებას და მის ყველა მიმართვას საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რა არ მოსწონს საკუთარ თავში გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს.  ამ და სხვა კითხვებზე მან დაიჯესტთან ისაუბრა.

გიორგი ფხაკაძე, ანუ.. ექიმი.

მაღიზიანებს... ტყუილები.

ვიტყუები, როცა...არასოდეს არ ვიტყუები.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... რა ვქნა ახლა მე?

არასოდეს მავიწყდება... დედა

ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... ის, რომ ვარ შრომისმოყვარე და მაშინაც კი, როცა დასვენება მინდა და მჭირდება, არ ვისვენებ.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ის, რომ ვარ მასონი.

მეშინია... ტყუილის

ჰოროსკოპით ვარ... ტყუპები

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ჩემმა სიკვდილმა. 3-ჯერ ვიყავი ისეთ სიტუაციაში, რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე, იარაღი მედო შუბლზე და გადავრჩი.

კორონავირუსის პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში შეცვალა.. შემზღუდა ყველანაირად. ჩემთვის ეს კატასტროფაა, რომელმაც ჩემი პირადი და პროფესიონალური ცხოვრებაა დაანგრია, ასევე შემზღუდა პროფესიული კუთხითაც.

ვერც ვმოგზაურობ და მეგობრებსაც ვერ ვნახულობ.

პანდემია, როცა დასრულდება აუცილებლად... პანდემია არ დასრულდება, დასრულებით არაფერი სრულდება.

პანდემია უკვე უკონტროლოა. ერთ ქვეყანაში თუ ჩაცხრება მეორეში აუცილებლად აფეთქდება. ამიტომ, გადაწყვიტე, გავიკეთო ვაქცინა და ვიმოგზაურო თავისუფლად.

1 სურვილი რომ გქონდეთ, რას ისურვებდით?... ყველასთვის ჯანმრთელობას, რადგან ეს ისეთი რაღაცაა, რასაც ვერც იყიდი და ვერც გაყიდი.

ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანია... მე ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ და ჩემი სურვილია საქართველოში იყოს აკრედიტებული 10-მდე საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სტომატოლოგია და ლაბორატორია.

მჯერა... მეცნიერების.

ჩემს ქვეყანას ვუსურვებდი... სიმშვიდეს, ნეპოტიზმის გარეშე ცხოვრებას და პროფესიონალიზმს. ჩვენ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი, მაგრამ აუცილებელია გვყავდეს პროფესიონალთა გუნდი ქვეყნის სათავეში.

სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე... ის, რომ ერთი ქუთაისელი ბიჭი, დღეს გახდა გაეროს დამოუკიდებელი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში.

რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი... ბავშვობაში ვოცნებობდი, ქუთაისში, საღორიის საავადმყოფოში მემუშავა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პრაგმატული ვარ, არ ვიცი ვინ ვიქნებოდი.

 

ასევე დაგაინტერესებთ 🛑

 

გიორგი ფხაკაძის საოცარი სახლი თბილისში

ძალიან კარგ დიეტას გასწავლით, ეს იქნება ფხაკაძის დიეტა - გიორგი ფხაკაძის მორიგი რჩევა