
„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მომღერალი ნინი ქარსელაძე.
სიტყვა, რომელიც მიყვარს... მიყვარხარ.
ხმა, რომელიც მიყვარს... დედაჩემის.
ხმა, რომლიც მძულს და მაღიზიანებს... ექიმების.
ჩემზე ამბობენ... ბევრ რამეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ კარგი შვილი ვარ.
მეშინია... მხოლოდ ღმერთის.
ჩემი ინსპირაცია... ხათუნა.
ვიზიდავ... გიჟებს.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... სხვა რა ხდება?
ნინი ქარსელაძე ანუ...მომღერალი.
საყვარელი უწმაწური სიტყვა... აბდალი.
უფროს თაობას არ უნდა დავუჯეროთ, რომ... სხვისი აზრი მნიშვნელოვანია.
ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... მადლობა ბევრი რამისთვის. პირველ რიგში იმისთვის, რომ არსებობს.
დედა ანუ... ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი.
და ბოლოს, სამშობლო თუ შოკოლადი? სამშობლო.