Digest Logo

1653 ინფიცირება, 466 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

1626415998
დადებითი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო 466 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 384 387-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 516 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 957 პირი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

პროფესორი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

300, 500 და 1000-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა იწყება - ვინ და როგორ მიიღებს თანხას?

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში