ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა საგანგაშოდ გაზრდილია. მედიკოსის აზრით, გამოსავალი ლოკდაუნშია.
კულუმბეგვის თქმით, ჩაკეტვების გარეშე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას შექმნილი ვითარბიდან გამოსვლა გაუჭირდება.
„ინფიცირებულთა რაოდენობა უკიდურესად საგანგაშო ნიშნულზეა. დაახლოებით 2 კვირაა საჭირო თითოეული პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად და საავადმყოფოდან გასაწერად. ამჯერად დაახლოებით 42 000 პაციენტია ინფიცირებული. მათ 20% -ს მაინც რომ დასჭირდეს სტაციონარული მკურნალობა, ჰოსპიტალურ მკურნალობაზე უნდა გადავიყვანოთ 4000 ავადმყოფზე მეტი. საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის ეს მაჩვენებელი ძალიან დიდია, რომელსაც არა თუ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნის ჯანდაცვა, ჩვენზე ძლიერი ქვეყნებიც ვერ უძლებენ. მიმაჩნია, რომ თუ 2 კვირით მაინც გამოცხადდება ლოკდაუნი, დაიხურება ეკონომიკისთვის შედარებით მეორეხარისოვანი საწარმოები და ბიზნესები, ეს მნიშვნელოვანწილად ამოასუნთქებს ქართულ მედიცინას“, - აცხადებს ბიძნა კულუმბეგოვი.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რამდენ ხანს არის სავალდებულო იზოლაცია/თვითიზოლაცია? - მთავრობის ახალი რეკომენდაციები
Covid 19-ის გამოვლენილი შემთხვევების უკან 3-ჯერ მეტი დაუდასტურებელი შემთხვევაა - ეპიდემიოლოგი
წყარო: kvira.ge