Digest Logo

20 გარდაცვლილი და 1043 ინფიცირებული - COVID 19-ის განახლებული სტატისტიკა

1625727990
კორონავირუსი, covid 19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 373 728  გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 841 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 357 090-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 5 415 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 229 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14 057 , PCR ტესტით 17 172.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,34%, ბოლო 14 დღის - 3,27%, ბოლო 7 დღის - 3,72%.

სულ აცრილია - 283 631, დღიურად აცრილია - 5 702.