საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2016 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 2024 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 600 412-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 567 797 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 664 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.