Digest Logo

4 პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, მალე მაღაზიებიდან გაქრეს

1604330134
ცარიელი მაღაზია

გახსოვთ, მარტში, პანდემიის დასაწყისში ტუალეტის ქაღალდები საშვილიშვილოდ რომ მოვიმარაგეთ? თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ქართული თავშენახულობის ბრალია, ცდებით.

უცხოური გამოცემა eatthis იგივე პრობლემას ახლაც მოსალოდნელად მიიჩნევს და გვთავაზობს სიას იმ პროდუქტებისა, რომლებიც შესაძლოა, უახლოეს მომავალში მაღაზიის თაროებიდან გაქრეს:

⚪ტუალეტის ქაღალდი

მასზე მარტის თვეში მოთხოვნა გაორმაგდა. წარმოება კი 10-15%-ით გაიზარდა. ჯერჯერბოთ მისი მომარაგება არ დაწყებულა, თუმცა მონაცემები ყოველდღე იცვლება.

⚪ხელის სადეზინფექციო ხსნარი

პანდემიის პირობებში, სანიტაიზერზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რადგან ეპიდემიოლოგების მთავარი რჩევა ხელის დეზინფექცია და პირადი ჰიგიენის დაცვაა. კვლელევების თანახმად, მოსახლეობის 57% იმარაგებს ხელის სადეზინფექციო საშუალებას.

⚪ტილოების სადეზინფექციო ხსნარი

ამ საშუალებას მოსახლეობის უმრავლესობა იყენებს ზედაპირების გასაწმენდან. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ვირუსი არამარტო 15-წუთიანი კომუნიკაციით, არამედ ნივთების ზედაპირებიდანაც გადადის. მათივე ინფრომაციით, კორონავირუსი საგნების ზედაპირზე 2-3 დღის განმოვლობაში ცოცხლობს. სპეციალური ხსნარებით ზედაპირების გაწმენდა კი ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

⚪კონსერვები

გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა 54%-ს კონსერვები მოსამარაგებელი საყიდლების სიაში ეწერა. ეპიდემიისას კონსერვები მარტივი გზაა საჭმლის მზადების ჩასანაცვლებლად. მზა ხორცი, ბოსტნეული, ხილი... რატომაც არა... თავის შესაქცევად კარგი პროდუქტებია.

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს - ენდელაძე აქციების შესახებ

საქართველოში 96 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს, ტყუპი ვაჟი ეყოლა