საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი. ბოლო 24 საათში 44 ათასამდე ტესტირება ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 428 670-მდე, ხოლო გარდაცვალება 5 910-მდე გაიზარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.