საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 2 829 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 587 551-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 551 780 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 347 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.