საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4446 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო 5320 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 800 293 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 737 316 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 289 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
აგრეთვე წაიკითხეთ👇
🔵18 ნოემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება