Digest Logo

„2 წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი, როგორიც თუნდაც შენ მნახე, მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა, ჩემი წინ სვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები...“- ნანას წერილი ბაბუას

1637137534
გელა და ნანა ჩარკვიანი

82 წლის ასაკში 9 ნო­ემ­ბერს ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი, პე­და­გო­გი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გელა ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა პა­ტივს სცემ­და.

შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დიდ დროს ატა­რებ­და ირაკ­ლის ქა­ლიშ­ვილ­თან - ნანა ჩარ­კვი­ან­თან. წლე­ბის წინ, რო­დე­საც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად წა­ვი­და, თან წა­იყ­ვა­ნა პა­ტა­რა ნანა, გო­გო­ნა, რო­მელ­თა­ნაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

გელა ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნანამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი სა­ი­ტის მი­სა­მარ­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბა­ბუ­ას ვრცელ წე­რილს სწერს და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე გვიყ­ვე­ბა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­ი­ა­რეს.

„გაგიმარჯოს გელა

ბევრი წერის გამო, შუა თითის შიგნითა ნაწილი გებურცებოდა ხოლმე. მახსოვს პირველად, რომ გავამახვილე ყურადღება მითხარი - ეს მშრომელი კაცის ხელიაო. :)

მახსოვს როგორ მომიტანე კონკიას ვარდისფერი ნათურებიანი ჩემოდანი და როგორ მეხმარებოდი ამ ჩემოდნის ჯერ აეროპორტში და მერე ბეიქერ სთრითზე ტარებაში. ადაპტირებულ ბიბლიას წამმზომით რომ მაბეჭდინებდი? რამდენს ვწუწუნებდი, მაგრამ სულ დაუზარებლად მიხსნიდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დროში გამომმუშავებოდა სწრაფი ბეჭდვის ტექნიკა.

გამცოდებს რომ მიტარებდი, წარმატებით ჩაბარებას ყოველთვის მიჯილდოვებდი.

დილით კიდე 40 წელი ერთიდაიგივეს ჭამდი. რამდენჯერაც ვეცადე, რომ რამე ახალი შემომეთავაზებინა ან მეჩვენებინა რამდენად უფრო მარტვივია ფაფის მიკროტალღურში მომზადება მაინც ამჯობინებდი ფაფის ქვაბში მოხარშვას - უფრო სასიამოვნოა საუზმესთვის შრომაო. ამით ჯანსაღი რუტინის ფასი მასწავლე.

ნანას გარდაცვალების მერე მის დაბადების დღე დიდ ზეიმათ აქციე. ყველას ჩვენ - ჩვენ საქმეს გვავალებდი, რომ ნანასთვის იდეალური დღე მოგვეწყო.

სადილს ერთ ჭიქა თეთრს და ერთ ჭიქა წითელს ატანდი.

ღამე თუ გაგეღვიძებოდა და ნახავდი, რომ მეც მეღვიძა შემომივლიდი და მეტყოდი “early bird catches the worm” და გაბრუნდებოდი საძინებელში.

ეს ის მხარეებია რომელიც ბევრმა არ იცის შენზე, ის მხარეები რომელიც იმ ჰიპერინტელექტუალ, დაუღალავ, მიზანმიმართულ და ხელოვან ადამიანს - გელა ჩარკვიანს ჩემ ბაბუას ხდის.

რით დაგიმსახურე?

ჩემ ბედიანობში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. ისე მოხდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა არ ჰგავდა არცერთ სხვას.

მე და შენ თითქმის ყოველდღე ვმესიჯობდით. არ მოვიტყუები და ბევრი დრო დავუთმეთ შენთვის მესიჯობის სწავლას. მეუბნებოდი „ამაში ნამდვილად მჯობნი თაგვო”..:) მაგ დროს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ეს. შენი ყოველი „Whats up my little mouse?“ მახარებდა. ყოველი მონაწერი კი, უფრო და უფრო გვაახლოვებდა.

რამდენი ადამიანი გიხსენებს როგორც მათ განმანათლებელს. რა მაგარია, რომ როგორც მასწავლებელი დარჩი ამდენ ადამიანს, მაგრამ რა ვქნა და არ შემიძლია, რომ გულში არ ჩავიცინო. ჩემთვის ხომ სულ სხვა დონის მასწავლებელი იყავი?! ყველაზე მეტი მე დამიტოვე. ამდენი ბლოკნოტი სავსე ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ქმნის ჩემი ცნობერის და ქვეცნობერის ძირითად ნაწილს და ამდენი მოგონება შენი ყოველდღიურობიდან რომელიც ბევრად მეტის მომცველია ვიდრე უმეტესი წიგნი.

მახსოვს როგორ გაგიხარდა, რომ ფილოსოფიით ვიყავი დაინტერესებული და როგორ გაგიკვირდა შენი ცნობილი სალათის გაკეთებისას როგორ მოგიყევი ვიდგენშტეინის თეზისებზე. სადილზე თუ უბრალოდ დიდ ოთახში ჯდომისას ბევრჯერ გვილაპარაკია ქალის როლზე ოჯახში, ინტელექტუალურ სფეროში და ზოგადად კაცობირობაში. ძალიან სუფთად მაქვს ჩაბეჭდილი თუ როგორი ქალი და ზოგადად ადამიანი გინდოდა რომ გავმხდარიყავი. მადლობა!

შენ ჩემი მარკუს ავრელიუსი ხარ. სტოიციზმის, შრომის და სიღრმის უმაღლესი მაგალითი. მარკუს ავრელიუს ჰყავდა შვილი, კომოდუსი, რომლის წარმატების მხოლოდ მარკუსს ჯერდოა და ყველაფერს შვრებოდა, რომ თავისი დიადი ცოდნა და გამოცდილება მისთვის გადაეცა. როგორც ვიცით კომოდუსმა ვერ გაამართლა იმპერატორი მამის გეგმები და რომის ოქროს ხანას ბოლო მოუღო. უნდა მოახერხო, რომ მარკუს ავერლიუსის ამხელა სტანდარტი, დაუზარებელი შრომა და მონდომება წყალში ჩაყარო. შენ კი ხარ ჩემი მარკუსი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ კომოდუსობას! გპირდები, რომ არ ჩავახშობ ჩვენ ოქროს ხანას და ყველაფერი რაც თაობების განმავლობაში მე გადმომეცით გადავცემ ჩემ შვილებს და შვილიშვილებს!

ჩემი წინ სვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები, რომ მოგიმესიჯო ჩემი ყოველი წარმატება. მე კი პირველად არ მაქვს ეს გრძნობა, რომ გამომაკლდა ისეთი ადამიანი ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩემი წინსვლა. ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი როგორიც თუნდაც შენ მნახე, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დარწმუნებული ვიყავი და ვარ რომ ის სულ ჩემთან იყო და დღემდე მადევნებს თვალს... ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემ წარმატებაზე…

სენეკას თანახმად - როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით, მაგრამ სირთულის მიუხედავად უნდა გადავდო სენტიმენტები გვერდზე რადგან ვიცი რომ შენ და ირაკლის ასე გენდომებოდათ. უკვე საქმე მეძახის და გპირდებით, რომ აუცილებლად გაამაყებთ… სხვა რა დამრჩენია.

თქვენ იცით აბა! ბევრი ღვინო არ მოგივიდეთ.

მიყვარხართ,

თქვენი პატარა ნანა“- წერს ნანა ჩარკვიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა“ - გელა ჩარკვიანის ტრაგედიებით აღსავსე პირადი

🔵„ბოლო 2 თვის განმავლობაში, 5 ათასი კილომეტრი გავიარე, ლამის მთელ საქართველოს შემოვუარე და ჩემი მანქანა ორმოში ერთხელაც არ ჩავარდნილა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ წავიდა...“ - ბაკურ ბაკურაძე

🔵„ერთად. შენ მიუტან წყალს...“ - რას წერს მაქსი ჩარკვიანი ბაბუაზე

🔵„ეს ერთადერთი დღე იყო, როცა ანასტასია არ დამემშვიდობა... ინგამ მომაკვდავი თვალებით შემომხედა და მკითხა...“ - რას ჰყვებიან ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მარტოდ დარჩენილი მამები