Digest Logo

აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს - პაატა იმნაძის საგანგაშო პროგნოზი

1628084528
ეპიდემიოლოგ-ინექციონისტი

„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასამმაგდეს - ამ მძიმე პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ეთანხმება და აცხადებს, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, ეს ასეც მოხდება.

„როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახვა. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ," - განაცხადა პაატა იმნაძემ „დღის კურიერის" ეთერში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული“ - გიორგი ჩალაძე

ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

„წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ტვინში ანევრიზმა აღმოგიჩინეს და გჭირდება რეანიმაციის საწოლი, მაგრამ არ არის არცერთი თავისუფალი საწოლი“ - ბლოგერი