აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს იარაღად რჩება. მისივე თქმით, კოვიდვაქცინას შეუძლია შეაჩეროს ვირუსის გავრცელება და აღმოფხვრას პოტენციურად საშიში ვარიანტები.
თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ თუ პანდემია მასობრივი ვაქცინაციით არ ამოიწურება, ახალმა „მონსტრმა“ ვარიანტმა შეიძლება დელტა შტამი საბავშვო თამაშად აქციოს.
„ჩვენ ახლა უნდა ავცრათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი მუტანტი ვარიანტი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას და რომელმაც შესაძლოა „დელტა“ შტამი შედარებით სუსტად აქციოს.
ყოველთვის არსებობს რისკი – რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი საზოგადოებაში და გროვდება ახალი მუტაციების საკმარის რაოდენობას, მასში აღმოჩნდება ვარიანტი, რომელიც არსებითად განსხვავებული იქნება მათგან, რასაც ახლა ვხედავთ,“ – განაცხადა ფაუჩიმ MSNBC’S “Morning Joe” show-ში.
ჯანდაცვის ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი ვარიანტები შესაძლოა, რეზისტენტული იყოს იმ ვაქცინების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე ეფექტიანი აღმოჩნდა ვირუსული დელტა ვარიანტისგან დაცვის მხრივაც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დედა 3 რამეს უნდა დაჰპირდეს ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ არ მოვლენილა ქვეყანაზე“ - შალვა ამონაშვილი
წყარო: www.msnbc.com